Sunday, November 29, 2009

აი ის რა თქვა სუ ბოლოს???



 სირცხვილი პირველად ვიყავი თეატრში...

 სალაროში მოსაწვევი დაჯავშნული იყო ორ ადამიანზე (არადა ადამიანი არ უნდა მრქმეოდა "მაშსდამე")... 

       მდააჰ თავგადასავალი 7 საათზე დაიწყო, როცა განვემგზავრე დიაღაც ინტელექტის ასამაღლებლად ფრიად ღირშესანიშნავ ადგილას... მივადექი თეატრის კარიბჭეს სიამაყით აღვსილმა გადავხედე ჩემს პარტნიორს  (ამ უკანასკნელმა ისიც არ იცოდა სად იყო +1 ქულა მეეეე) ,მაგრამ ახლა რა გინდა რო ქნააა... 

მეორე ეტაპი წინაა... სად არის სალარო სადაც გველოდებოდა ამ ფრიად დასაფასებელი სტუმრების მოსაპატიჟებელი.. ამჯამად მეწყვილემ მაჯობა (შორს ხედავს და მალევე შეამჩნია დიდი აბრა "სალარო"– ანგარიში გათანაბრდა ) შევედიი... სულ ორიოდე წუთში ყურებამდე გაღიმებულმა გამოვყევი თავი... ies! არის..

მოსაწვევი მაგრად მქონდა ჩაბღუჯული ხელში...

მაგრამ მალევე გაგვიარა უეცარმა სიხარულმა (ამინდიც უწყობდა ხელს. დაგვიბერა ქარმა და მოზგვავებული ემოციისგან მხოლოდ სიცივე შერეული კანკალი დარჩა)...

 ეპატი მესამე: და ამ მრავალშესასვლელიან, გამოწეულ შეწეულ მიწეულ დაშენებულ გალამაზებულ შენობის რომელი ნაწილია შესასვლელად წოდებული? ეს პრობლემა მოცემულ შემთხვევაში რთული გადასაჭრელი აღმოჩნდა.. (ახლა ორივე პასსს ერთმანეთს უიმედოდ შევცქეროდით, ) ამუშავდა სრული გადარჩევის ალგორითმი (ეს ერთადერთი იყო რაც მოგვაფიქრდა იმჟამად) აბა შენს გაზრდას რომელი ვიყავით მკითხველი საით უნდა განგვეგრძო გზა... სიცივე უკვე ძვალში კი არა და, რბილშიც კი არა და, ჩემშიც კი არა და, მე ვყავდი უკვე მას... ომახიანად შევაღე კარები რომელიც ჩემის ღრმა რწმენით შემიყვანდა დიდ, ჭაღებიან დარბაზში, მაგრამ ნურას უკაცრავად ბარში ამოვყევით თავი, არ გვინდოდა შეგვემჩნია რო შეგვეშალა მარა მაინც შეგვემჩნა.. ფართხა–ფურთხით და ერთმანეთის დაბრალებით გამოვბრუნდით ჩვენს გამყინვარებაში.. ყველა მცდელობა ანალოგიურად დამთავრდა.. ისღა დაგვრჩა სხვას შევყოლოდით, ავყევით ყველაზე დიდი ინტენსიობით მიმავალთ ფეხის ხმას... (არადა იმ შესასვლელშიც ვიყავით რანდომით ნამყოფი ( კაფედ რო მოვნათლეთ), კაფის წიაღში ყოფილა დარბაზში გადასასვლელი.. ეს გვიან გავიგეთ).

   ეტაპი მეოთხე: მეოთხე კი არა მეექვსე რიგი ყოფილა ნორმალურად ვერ დახედეე –მებუზღუნება , ზრდილობიანად გადაგვსვეს საკუთარ ადგილებზე, (მადლობა დეიდა...)

არა  სამივე ზარი სწორად და ამაყად დავთვალეთ( ეს ორივემ ნეტა საიდან ვიცოდით???)

 ეტაპი მეხუთე: უიჰმე! ნაცნობ სახეებს მოვკარით თვალი... გაგვიხარდა... (ყველა კუთხიდან ვიღაც გვესალმებოდა თითქოს)... გადავიღოთ! გაგვიელვა ორივეს ნათელ გონებაში (თურმე ბნელში...), იდილია ჩხაკუნის ხმამ დაარღვია (ახლა შევნიშნე რა საშინელი ხმა ქონია ჩვენს აპარატს ფუუ).... აქ გადაღება არ შეიძლება!!! –ვიღაცამ ფრიად განათლებულმა, უფრო ფრიად განათლებულად მკრა მუჯლუგუნი, –უკაცრავად, წავისლუკუნე და ჩავძვერი სკამში...

ეტაპი მეექვსე: ეს უკვე მეტისმეტი იყოოო... ანტრაქტი რო არ იცი რა არის ამხელა გოგომ უარესის ღირსი ხარ! არადა ხალხი აშკარად გადიოდა და ჩვენც .... აბა მე რა ვიცოდი... კიდევ კარგი შევნიშნეთ რომ ყველა არ წასულა... ვითომ ძალიან მწყუროდა... რაც მართალია დავბრუნდით... და სპექტაკლს ბოლომდე ვუყურეთ (იესს)... 

მეორე ნაწილი თქვენთვის კი არა და უკვე ჩვენთვის აღმოჩნდა საინტერესო..

 ძალიან შევიჭერით როლში... აღარც ის ხანშიშესული მანდილოსანი მადარდებდა ყოველ 2 წუთში რო გესლიან შენიშვნას მაძლევდა და ჩემს განათლებას ცდილობდა (მაგას ვეკითხები ზუსტად მარჯვენა გადავიდო მარცხენაზე თუ პირიქით უფ), აღარც ჩემი მეწყვილის გრძნობებს აყოლილი უცნაური გამოძახილები მეხამუშებოდა (ნელ–ნელა რო უმატებდა და ბოლოს უკვე გაბმული ხასიათი მიიღო), ტაშებსაც ომახიანად და რაც მთავარია ჩემი ინიციატივით ვუკრავდი და ვუკრავდი (მთელი ღამე ხელი მეწვოდე მერე, მარა ეგ რა გასახსენებელი იყო კაცო), და ბოლოს სულ ღიღინ–ღიღინით (და ლამის პირზე კოცნით) გამოვემშვიდობეთ ნაღებ საზოგადოებას, სიხარულისგან, ემოციებისგან თვალებგაფართოებულებმა, გრძნობებ და ადრენალინ მოზღვავებულებმა, პირში სათქმელგაჩრილებმა და ენაგადაყლაპულებმა (თუმცა სიტყვები და მით უმეტეს ჩვენი, აშკარად ზედმეტი იქნებოდა) დავტოვეთ იქაურობა(როგორ არ მინდოდა)...

   გარეთ აღარ ციოდა თუ უფრო ციოდა ეგ არ ვიცი (თქვენ განსაჯეთ: ნოემბრის ბოლო, ღამის 11 საათი), მაგრამ ჩვენ რო ვიწვოდით ეგ კარგად მახსოვს, და კიდე დიდხანს არ დამავიწყდება.

  ერთმანეთს შევფიცეთ( არ ვიტყუები) ჩვენ კვლავ და ბევრჯერ დავბურნდებოდით აქ აუცილებლად!!

.......

  გაჩერებაზე აბუზულ ხალხში ამაყად ვიდექით, შუბლზე გვეწერა რომ გვიხაროდა...

 11 ნომერი ავტობუსი შავ სივრცეს ყელმოღერებული სერავდა და სერავდა... 

ჩვენ უფრო ყელმოღერებულები ვიჯექით(ვეჯიბრებოდით)...

აშკარად არ იცოდა ვის მიაქანებდა....

Friday, November 27, 2009

ლამის სულში შემოიჭრას და მომტაცოს ჩემი მე...

 

 sweet-ს ისეთი პოსტი  გაუშანშალებია მეგობრობაზე(ძალიან მომეწონაა) , რომ გულში რაც მქონდა ჩუმად ჩემთვის ნაგროვები თავისით წამოვიდა....

copy of invisibles(მეს)  post:

  "მეგობრობა ძალაინ მტკივნეული თემაა ჩემთვის(და როგორც ჩანს არა მარტო ჩემთვის). დიდი ხნის ფიქრის (უფრო სწორად იმედგაცრუების) შემდეგ მივხვდი რომ, ნამდვილი მეგობრები არ არსებობენ  ( ზოგადად ერთგული არაა ადამიანის ეპითეტი).

  ხშირია ცხოვრებაში მომენტები როცა გგონია რომ ეს ადამიანი მთელი ცხოვრება შენ გვერდით იქნება, ჭირშიც და ლხინშიც...ააგებ ოცნების კოშკებს(რომელსაც შემდეგ სწორედ ის გიგიქცევს ნამსხვრევებად)...გგონია მუდამ ერთად გაგიხარდებათ.. ერთად იტირებთ... ისეთივე ძვირფასი იქნები მისთვის შენ,რასაც ის შენთვის წარმოადგენს, მაგრამ გამოჩნდება მის ცხოვრებაში "ვიღაც სხვა"(ის სხვა უმეტესად ბიჭია) და მიგატოვებს ან ისეთ რამეს გააკეთებს, რომ შენ თვითონ აღარ მოგინდება ურთიერთობის გაგრძელება (ხანდახან თავი იდიოტი მგონია და ვფიქრობ ნუთუ მარტო სიცარიელის შესავსებად ვჭირდებოდი მეთქი). რატომღაც ყველა შემთხვევა ანალოგიურად დამთავრდა...

იდიალური არც მე ვარ და არც პრეტენზია მაქვს, მაგრამ რასაც გავცემ იმის დაბრუნებას ველი უკანვე, მაგრამ სამწუხაროდ ამაოდ...
ახლა ჭკუა ვისწავლე..
     აღარ ვაგებ ოცნების კოშკებს და აღარ ველი ისეთ ადამიანს რომელიც დაინახავს ჩემს მეს.. ნამდვილ მეს... და ვაი მეგობრებისთვის გულის გადაშლას მირჩევნია სათქმელი ფურცელს ან კლავიტურას გავანდო.. მივხვდი ბოლომდე არასოდეს არავის არ უნდა ენდო( სწორედ ის გიღალატებს ვინც საუკეთესო გგონია და ისეთ დროს, როცა ყველაზე ნაკლებად ელი). ყველანაირ ურთიერთობაში უკან დასაბრუნებელი გზა ყოველთვის უნდა გქონდეს.. 
    არასოდეს არ უნდა ეცადო საკუთარი თავი შეცვალო ,არ უნდა დაკარგო მეობა და არ დაამსგავსო სხვისას (თუნდაც მისაბაძს), რადგან სწორედ ისაა რაც განგასხვავებს და გამოგარჩევს სხვისგან, სწორედ ამით უნდა დაგაფასოს სხვამ, ის უნდა აღმოაჩინოს შემნში რაც უნიკალური გაქვს (თუნდაც ცუდი).  უნდა მიგიღოს შენი უარყოფითი და დადებითი მხარეებით... 
აბა იდიალური ყველაფერი ისედაც შესაშურია...

p.s მგონი ცოტა მომეშვა ..

Tuesday, November 24, 2009

ლისტ–პოსტი ( ჩუმად, ჩუმად)


         

1.მიხარია..   (ადამიანი რომ ვარ ის... ცხოველი ალბათ ვირთხა ვიქნებოდი)

2.ვამაყობ...  (რომ ქართველი ვარ... და არა ყვითელთავა გერმანელი ან ჰამბურგერჭამია           ამერიკელი, არც პარიზს ვთვლი სიყვარულის ქალაქად, და წვიმას ხო საერთოდ ვერ ვიტან )

3.მიყვარს (ქართული პოეზია და თაყვანსვცემ... (ისე რომ წერაც კი დავიწყე, მომსწრე გახდებით თქვენც ჩემი წვალების, და  ტანჯვის შემფასებელი)

4.არასდროს მინატრია სხვა ქვეყანაში დავბადებულიყავი... ( არც სხვა მხარეში("სიცოცხლის   სამოსახლოა ჩემი პატარა გურია..."))

4ა. სიამოვნებით ვიცხოვრებდი (ჩემს გამოგონილ სამყაროში, ამაზეც გიამობობთ  როდესმე)

5.არასოდეს ვაპატიებ სხვას (რასაც მე მპატიობენ ((blush) უიჰ მე რო არ ვწითლდებიიი))

6.მაქვს ჩემი ცხოვრების კრედო ( რომელსაც ყოველთვის ვარღვევ, თან სიამოვნებით..)

7.სხვას ვუსწორებ (თანაც აღშფოთებით რაც ჯერ ჩემი თავისთვის არ გამისწორებია... )

8.ტრადიციებს პატივს ვცემ (ქალიშვილობის ინსტიტუტის წარჩინებული სტუდენტი)

9.მიყვარს სმა (და არა ჭამა, ეს უკანასკნელი წარსულ დროში მიყვარდა)

10.არ მომწონს საკუთარი თავი მაგრამ მიყვარს...

10. მინანია (რაც სიმთვრალეში ჩამიდენია აბსოლიტურად ყველაფერი და მაინც ვსვამ                                   (მამაჩემიც ეგრეა, ალბათ მემკვიდრეობით მერგო))

11.ამაყი ვარ (რა მაქ საამაყო ჯერ ვერ დავადგინე)

12.ვაკრიტიკებ (თავად ვარ გასაკრიტიკებელი)

13.ვგიჯდებიიი (როცა მაქებენ სხვების თანდასწრებით და სულაც არ ვწითლდები)

14. სიამოვნებით ვჭამდი ( ბებიას ამოყვანილ ყველსს, ისე მეც მშვენივრად ამომყავს)

15. ვერ შემეჯიბრები ( ოღონდ მართლა ძროხის მოწველაში, ჩემი ძროხა 4 ლიტრიან)

15. სუსტი წერტილი ( ყავა და კომპიიი.. წერტილი კი არა წერტილები ყოფილა :d)

16. ვტირივარ (როცა დამნაშავე ვარ..(თავის დაძვრენის უუუმაგრესი ხერხია) )

17. ვწუწუნებ ( რაც საწუწუნო არააა იმაზეც.. აუტანელიაააა)

18. რა მინდა ( მეც არ ვიციიიი, ამ წუთას ეს ლისტ–პოსტი გამოვიდეს, ხო ისე სამსახურიც   მინდა, ამაში ყველაზე ნაკლები მოთხოვნილებები მაქ )

18. ვიტყუები (ისე,რომ მე თვითონაც მჯერა )

19. არ გამომდის ( ყველაფერი გამომდის რატომაც არა–იხილეთ პუნქტი 11)

20. და მაინც რა მინდა (უკვვე ძილიიიიი, მაგრამ ჯერ კინოს უნდა ვუყურო (partition), მერე პრავა უნდა ვიმეცადინო, მერე ძილისწინა ლოცვები და უი კოლოქვიუმი რო მაქ!!!! ეჰ ეს პუნქტი ჩავარდააა)   



                                                                                                                  by invisible


კალენდარი

Friday, November 20, 2009

მეც ბლოგერი ვხდები ?! (მაღლივი ჩემი შთაგონება)


დღეს ისეთი უცნაური ამინდი იყო გარეთ გასვლას მაინც არ ქონდა აზრი. და მეც სახლში ვიჯექი (მიუხედავად იმისა რომ საშინლად ვერ ვიტან სახლში ჯდომას სულ ჭამა მინდება :D) თან იქეთ კვირიდან კოლოქვიუმებიც მეწყება სამეცადინოც მაქვს(ერთადერთი მიზეზი რატომაც ვამბობ ხოლმე სახლიდან გასვლაზე უარს) და თან ცოტა არ იყოს ვნერვიულობ (სტიპენდიანტი ვარ ასე კი არ არის ჩემი საქმე და რა იმედებს ამყარებენ ამ სტიპენდიაზე რომ იცოდეს სააკაშვილმა გაახუთმაგებდა ნამდვილად  (მეტყობა რო მესმის ხუმრობა ხოო :d) . აბა ჩემმა დამ ჩექმები მინდაო, კიდე ტელეფონი მაქ შესაკათებელიო, ბaბუჩიკას ჩუსტები უნდოდა, ხო მეგობრებს ხინკალი (სულ თვითონ მპატიჟებენ და დასაფიცრად მაინც ) და მეთქი ჩემთვის "კურტკას" მაინც ვიყიდიიი, მაგრამ ეგ იქეთა სემესტრში გადავა აშკარად ) . 

აი ასეთი სწავლას (თუ ქულებს) მოწყურებული დავდივარ ყველა დღე (შაბათის ჩათვლითდა კვირის გამოკლებით) დიდი ივანე ჯავახიშვილის  "დიაღაც" დიდ და მაღალ მე–10 კორპუსში და ვემზადები მომავალი ბრძოლისთვის(ძალიან გადაჭარბებული ნათქვამია აშკარად, მაგრამ კონტექსტს უხდება) .

ჩემი და კიდევ დაახლოებით 3999(მთლად ჩემ გამოთვლებს ნუ ენდობით) ადამიანის ტკივილია მაღლივი (აუუუუ ახლა ის სიმღერა გამახსენდა:

"მაააღლივი ჩემი ტკივილიიიი,

  მაააღლივი ჩემი დარდიააა,

მაღლივი ლექტორის კიიივილი,

  მაააღლივი ჩვენით ანთიააააა"

-მაგარია უნდა მოუსმინოთ და შეიგრძნოთ რამხელა სიყვარული და სითბოა თითოეულ სიტყვაში ჩაქსოვილი :D)  ხოდა სწორედ ამ "ბრძოლის" პირველი შეტევა– კოლოქვიუმი მაქვს ბლოგის შექმნაზე( არ გეგონოთ ყველა საგანი ესეთი საყვარელია თავის ლექტორთან ერთად). 

და თავიდან ამ მიზეზის გამო ცოტა გავისეირნ–გამოვისეირნე ქართული ბლოგების სამყაროში მივათვალიერ–მოვათვალიერე და ბევრი საინტერესო რაღაცები ვიპოვე.. ისე მომეწონა რომ ჩემ თავს ვუთხარი რატომაც არა მეთქი და დავიწყე ბლოგის შენება....