Wednesday, December 30, 2009

გემშვიდობებით მთელი ერთი წლით


დღეს საღამოს თუ არა ხვალ დილით მივდივარ, და ხვალ დილით თუ არა შუადღეზე უეჭველი... (ოღონდ თუ საერთოდ გადავწყვიტეთ წასვლა :d)
ბევრის თქმა მინდა მოვასწრო ამ წელში, მერე რო არ დამწყდეს გული. დამთავრდა კიდევ ერთი დიდი არაფრის მომცემი წელი და რა მოხდა მაინც 2009–ში, ისიც თითქმის ისეთივე იყო, როგორც დანარჩენი 19 წელი (უფრო სწორად 14,პირველი 5 საერთოდაც არ მახსოვს). არა აშკარად კარგად იყო დაწყებული ეს წელი, დაწყებული ხო აბა გაგრძელება არ მკითხოთ(თვითგვემის 2 თვე და თვითგვემიდან გამოსვლის 6 თვე) და რაღა დარჩენილა 3 თვე, რომელიც ვითომ და კარგად გავატარე(კარგად იმიტომ რომ გრანდ სისულელე არ ჩამიდენია,ეს უკვე მიღწევაა).
არა რაღაცები მაინც დამიტოვა სახსოვარი ამ წელმა...
მაგრამ ეს სახსოვრები მაინდამაინც სიკარგით ვერ დაიკვეხნიან.

1. დავკარგე რამოდენიმე მეგობარი, უფრო სწორად კი მანძილმა დაგვაშორა, და ისე კარგად,უფრო სწორად ისე ხშირად ვერ ვართ ერთად (არადა რა არი 30 კმ? ეჰჰ ამის ბრალი არ უნდა იყოს...). <–ეს ცუდი

2.სამაგიეროდ გაგიცანი შენნნ(გამგები გაიგებს :p), სასიამოვნო ხარ აშკარად,სიურპრიზებით აღსავსე(რაც ძალიან მომწონს მინდა აღვნიშნო), მინდა რო სულ ასეთი იყო და იმ გამონაკლისებით რაც არ მითქვამს(არადა ეგ უფრო გმატებს ხიბლს). მაგრამ წინა დანაკლისი მაინც ვერ შეცვალე. <–ეს არც ცუდი და არც კარგი

3.კიდე სტიპენდიანტი გავხდი, რაც ამ წლის ყველაზე დიდი მიღწევა იყო ( ხო წარმოიდგინეთ რა მწირი სიხარულები მქონია ამ წელს), მაინც დადებით განწყობაზე მაყენებს, ანუ კარგად ჩავთვალოთ <–ეს კარგი.

4.კიდე დავიკელი მთელი 15 კილოოო <–ეს ცუდიი

5.და ძლივს მოვიმატე 10 კილო <–ეს უკვე კარგი

6.მართვის მოწმობის აღება მინდოდა,ვერ განვახორციელე ჯერ <–მთლად ცუდად არაა საქმე

7.წამლებს ვერ დავანებე თავიი <–ეს ძალიან ცუდი

სიის გაგრძელებას აშკარად აღარ აქვს აზრი..
 მოკლედ არანაირად არ გამომივიდა ეს წელი კარგის მომცემი. 2008იდან პირდაპირი ნახტომი რო გამეკეთებინა 2010–ში აშკარად აჯობეჯბდა. იმედია 2010 წლის ბოლოს არ მომინდება ანალოგიურად სკუპება 2011ში, ყოველ შემთხვევაში მე დიდი შემართებით ველი.. ვნახოთ რა იქნება ყველაფერს გვიჩვენებს დრო და კოპიოს კი ჩემი ბლოგიიი.
უი ხო ამ წელს გავაკეთე ბლოგი <–ეს მართლა, მართლა კარგიიი.
ჯერ სულ პატარაა, მაგრამ მიყვარს აქ ყოფნა,ჩემ სამყაროში მგონია თავიი, ჩემი სამყარო კი მართლა ძალიან ფერადიაა და იმედებით სავსე....








4 comments:

  1. gilcoav damdeg axal wels :)
    gisurveb cudi warsulshi darchenilikos, 2010 wels ki mxolod akrgi an shedarebit kargi rameebi momxdarikos shentan :)

    ReplyDelete
  2. დიიდი მადლობა, ძალიან კარგი ხარ! შენც ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ 2010 წელში, შენს ბლოგზეც გისურვეე სურვილების ახდენა :)))

    ReplyDelete
  3. გილოცავ ახალ წელს !

    ^^

    ReplyDelete
  4. აღარ დაბრუნდი???

    ReplyDelete