Friday, December 25, 2009

არაწინასაახალწლოდ

   ერთ დროს რა მუზებიც მომზღვავებია... რაღაცნაირი გრძნობაა წარსულის გახსენება, ფეხის მოტეხაც რო ტკბილად გახსენდებაა.. საიდანღაც გადმოფრინდა ფურცლის ნაგლეჯი, დაახლოებით 2 წლის უკანდელი, უფფ რა გრძნობით აღმიწერია,(ნეტა სად მქონდა თვალები) ახლა კი მხოლოდ სიცილს და მსგავს ამოძახილებს მგვრის– ესეც მიყვარდა კაცოოოოო! :D

  შემოტევები ძირითადად სიყვარულის ჟამს მაქვს ხოლმე, თან როგორი წვეტიანი ნუ იტყვიი... მიმიქარავს სიყვარულის მეხოტბენი. ახლა რას მივედ მოვედები მეც არ ვიცი ხვალ ისეთი გაშანშალებული ორი გამოცდა მაქ, თან აფსოლიტურად განსხვავებულ დარგებში....

აბა რა შუაშია ერთმანეთან გერმანული და მანქანა?( ორივეზე ვრცლად დავწერ მომავალში,აი საღ აზრზე რო ვიქნები)

შუაში კი ისაა რომ აშკარად მეძინება და თავში ისაა რო ჩემ დასთან დაწოლის სურვილი აღარ მაქქქვს (არადა სხვა ადგილი სამწუხაროდ არ მოიპოვება ჩვენს 18 ნახევარ კვადრატულში...)

ეჰ არადა რა ტკბილად დავიძნებდი მარტო...

და მაინც ამ ლექსების კრებულს რატო აწერია ჩემი სახელი და გვარიი?




No comments:

Post a Comment