Friday, November 27, 2009

ლამის სულში შემოიჭრას და მომტაცოს ჩემი მე...

 

 sweet-ს ისეთი პოსტი  გაუშანშალებია მეგობრობაზე(ძალიან მომეწონაა) , რომ გულში რაც მქონდა ჩუმად ჩემთვის ნაგროვები თავისით წამოვიდა....

copy of invisibles(მეს)  post:

  "მეგობრობა ძალაინ მტკივნეული თემაა ჩემთვის(და როგორც ჩანს არა მარტო ჩემთვის). დიდი ხნის ფიქრის (უფრო სწორად იმედგაცრუების) შემდეგ მივხვდი რომ, ნამდვილი მეგობრები არ არსებობენ  ( ზოგადად ერთგული არაა ადამიანის ეპითეტი).

  ხშირია ცხოვრებაში მომენტები როცა გგონია რომ ეს ადამიანი მთელი ცხოვრება შენ გვერდით იქნება, ჭირშიც და ლხინშიც...ააგებ ოცნების კოშკებს(რომელსაც შემდეგ სწორედ ის გიგიქცევს ნამსხვრევებად)...გგონია მუდამ ერთად გაგიხარდებათ.. ერთად იტირებთ... ისეთივე ძვირფასი იქნები მისთვის შენ,რასაც ის შენთვის წარმოადგენს, მაგრამ გამოჩნდება მის ცხოვრებაში "ვიღაც სხვა"(ის სხვა უმეტესად ბიჭია) და მიგატოვებს ან ისეთ რამეს გააკეთებს, რომ შენ თვითონ აღარ მოგინდება ურთიერთობის გაგრძელება (ხანდახან თავი იდიოტი მგონია და ვფიქრობ ნუთუ მარტო სიცარიელის შესავსებად ვჭირდებოდი მეთქი). რატომღაც ყველა შემთხვევა ანალოგიურად დამთავრდა...

იდიალური არც მე ვარ და არც პრეტენზია მაქვს, მაგრამ რასაც გავცემ იმის დაბრუნებას ველი უკანვე, მაგრამ სამწუხაროდ ამაოდ...
ახლა ჭკუა ვისწავლე..
     აღარ ვაგებ ოცნების კოშკებს და აღარ ველი ისეთ ადამიანს რომელიც დაინახავს ჩემს მეს.. ნამდვილ მეს... და ვაი მეგობრებისთვის გულის გადაშლას მირჩევნია სათქმელი ფურცელს ან კლავიტურას გავანდო.. მივხვდი ბოლომდე არასოდეს არავის არ უნდა ენდო( სწორედ ის გიღალატებს ვინც საუკეთესო გგონია და ისეთ დროს, როცა ყველაზე ნაკლებად ელი). ყველანაირ ურთიერთობაში უკან დასაბრუნებელი გზა ყოველთვის უნდა გქონდეს.. 
    არასოდეს არ უნდა ეცადო საკუთარი თავი შეცვალო ,არ უნდა დაკარგო მეობა და არ დაამსგავსო სხვისას (თუნდაც მისაბაძს), რადგან სწორედ ისაა რაც განგასხვავებს და გამოგარჩევს სხვისგან, სწორედ ამით უნდა დაგაფასოს სხვამ, ის უნდა აღმოაჩინოს შემნში რაც უნიკალური გაქვს (თუნდაც ცუდი).  უნდა მიგიღოს შენი უარყოფითი და დადებითი მხარეებით... 
აბა იდიალური ყველაფერი ისედაც შესაშურია...

p.s მგონი ცოტა მომეშვა ..

2 comments:

  1. " არასოდეს არ უნდა ეცადო საკუთარი თავი შეცვალო ,არ უნდა დაკარგო მეობა და არ დაამსგავსო სხვისას (თუნდაც მისაბაძს), რადგან სწორედ ისაა რაც განგასხვავებს და გამოგარჩევს სხვისგან, სწორედ ამით უნდა დაგაფასოს სხვამ, ის უნდა აღმოაჩინოს შემნში რაც უნიკალური გაქვს (თუნდაც ცუდი). უნდა მიგიღოს შენი უარყოფითი და დადებითი მხარეებით... " <<< ზუსტად არის ნათქვამი.

    ReplyDelete