Sunday, November 29, 2009

აი ის რა თქვა სუ ბოლოს???



 სირცხვილი პირველად ვიყავი თეატრში...

 სალაროში მოსაწვევი დაჯავშნული იყო ორ ადამიანზე (არადა ადამიანი არ უნდა მრქმეოდა "მაშსდამე")... 

       მდააჰ თავგადასავალი 7 საათზე დაიწყო, როცა განვემგზავრე დიაღაც ინტელექტის ასამაღლებლად ფრიად ღირშესანიშნავ ადგილას... მივადექი თეატრის კარიბჭეს სიამაყით აღვსილმა გადავხედე ჩემს პარტნიორს  (ამ უკანასკნელმა ისიც არ იცოდა სად იყო +1 ქულა მეეეე) ,მაგრამ ახლა რა გინდა რო ქნააა... 

მეორე ეტაპი წინაა... სად არის სალარო სადაც გველოდებოდა ამ ფრიად დასაფასებელი სტუმრების მოსაპატიჟებელი.. ამჯამად მეწყვილემ მაჯობა (შორს ხედავს და მალევე შეამჩნია დიდი აბრა "სალარო"– ანგარიში გათანაბრდა ) შევედიი... სულ ორიოდე წუთში ყურებამდე გაღიმებულმა გამოვყევი თავი... ies! არის..

მოსაწვევი მაგრად მქონდა ჩაბღუჯული ხელში...

მაგრამ მალევე გაგვიარა უეცარმა სიხარულმა (ამინდიც უწყობდა ხელს. დაგვიბერა ქარმა და მოზგვავებული ემოციისგან მხოლოდ სიცივე შერეული კანკალი დარჩა)...

 ეპატი მესამე: და ამ მრავალშესასვლელიან, გამოწეულ შეწეულ მიწეულ დაშენებულ გალამაზებულ შენობის რომელი ნაწილია შესასვლელად წოდებული? ეს პრობლემა მოცემულ შემთხვევაში რთული გადასაჭრელი აღმოჩნდა.. (ახლა ორივე პასსს ერთმანეთს უიმედოდ შევცქეროდით, ) ამუშავდა სრული გადარჩევის ალგორითმი (ეს ერთადერთი იყო რაც მოგვაფიქრდა იმჟამად) აბა შენს გაზრდას რომელი ვიყავით მკითხველი საით უნდა განგვეგრძო გზა... სიცივე უკვე ძვალში კი არა და, რბილშიც კი არა და, ჩემშიც კი არა და, მე ვყავდი უკვე მას... ომახიანად შევაღე კარები რომელიც ჩემის ღრმა რწმენით შემიყვანდა დიდ, ჭაღებიან დარბაზში, მაგრამ ნურას უკაცრავად ბარში ამოვყევით თავი, არ გვინდოდა შეგვემჩნია რო შეგვეშალა მარა მაინც შეგვემჩნა.. ფართხა–ფურთხით და ერთმანეთის დაბრალებით გამოვბრუნდით ჩვენს გამყინვარებაში.. ყველა მცდელობა ანალოგიურად დამთავრდა.. ისღა დაგვრჩა სხვას შევყოლოდით, ავყევით ყველაზე დიდი ინტენსიობით მიმავალთ ფეხის ხმას... (არადა იმ შესასვლელშიც ვიყავით რანდომით ნამყოფი ( კაფედ რო მოვნათლეთ), კაფის წიაღში ყოფილა დარბაზში გადასასვლელი.. ეს გვიან გავიგეთ).

   ეტაპი მეოთხე: მეოთხე კი არა მეექვსე რიგი ყოფილა ნორმალურად ვერ დახედეე –მებუზღუნება , ზრდილობიანად გადაგვსვეს საკუთარ ადგილებზე, (მადლობა დეიდა...)

არა  სამივე ზარი სწორად და ამაყად დავთვალეთ( ეს ორივემ ნეტა საიდან ვიცოდით???)

 ეტაპი მეხუთე: უიჰმე! ნაცნობ სახეებს მოვკარით თვალი... გაგვიხარდა... (ყველა კუთხიდან ვიღაც გვესალმებოდა თითქოს)... გადავიღოთ! გაგვიელვა ორივეს ნათელ გონებაში (თურმე ბნელში...), იდილია ჩხაკუნის ხმამ დაარღვია (ახლა შევნიშნე რა საშინელი ხმა ქონია ჩვენს აპარატს ფუუ).... აქ გადაღება არ შეიძლება!!! –ვიღაცამ ფრიად განათლებულმა, უფრო ფრიად განათლებულად მკრა მუჯლუგუნი, –უკაცრავად, წავისლუკუნე და ჩავძვერი სკამში...

ეტაპი მეექვსე: ეს უკვე მეტისმეტი იყოოო... ანტრაქტი რო არ იცი რა არის ამხელა გოგომ უარესის ღირსი ხარ! არადა ხალხი აშკარად გადიოდა და ჩვენც .... აბა მე რა ვიცოდი... კიდევ კარგი შევნიშნეთ რომ ყველა არ წასულა... ვითომ ძალიან მწყუროდა... რაც მართალია დავბრუნდით... და სპექტაკლს ბოლომდე ვუყურეთ (იესს)... 

მეორე ნაწილი თქვენთვის კი არა და უკვე ჩვენთვის აღმოჩნდა საინტერესო..

 ძალიან შევიჭერით როლში... აღარც ის ხანშიშესული მანდილოსანი მადარდებდა ყოველ 2 წუთში რო გესლიან შენიშვნას მაძლევდა და ჩემს განათლებას ცდილობდა (მაგას ვეკითხები ზუსტად მარჯვენა გადავიდო მარცხენაზე თუ პირიქით უფ), აღარც ჩემი მეწყვილის გრძნობებს აყოლილი უცნაური გამოძახილები მეხამუშებოდა (ნელ–ნელა რო უმატებდა და ბოლოს უკვე გაბმული ხასიათი მიიღო), ტაშებსაც ომახიანად და რაც მთავარია ჩემი ინიციატივით ვუკრავდი და ვუკრავდი (მთელი ღამე ხელი მეწვოდე მერე, მარა ეგ რა გასახსენებელი იყო კაცო), და ბოლოს სულ ღიღინ–ღიღინით (და ლამის პირზე კოცნით) გამოვემშვიდობეთ ნაღებ საზოგადოებას, სიხარულისგან, ემოციებისგან თვალებგაფართოებულებმა, გრძნობებ და ადრენალინ მოზღვავებულებმა, პირში სათქმელგაჩრილებმა და ენაგადაყლაპულებმა (თუმცა სიტყვები და მით უმეტეს ჩვენი, აშკარად ზედმეტი იქნებოდა) დავტოვეთ იქაურობა(როგორ არ მინდოდა)...

   გარეთ აღარ ციოდა თუ უფრო ციოდა ეგ არ ვიცი (თქვენ განსაჯეთ: ნოემბრის ბოლო, ღამის 11 საათი), მაგრამ ჩვენ რო ვიწვოდით ეგ კარგად მახსოვს, და კიდე დიდხანს არ დამავიწყდება.

  ერთმანეთს შევფიცეთ( არ ვიტყუები) ჩვენ კვლავ და ბევრჯერ დავბურნდებოდით აქ აუცილებლად!!

.......

  გაჩერებაზე აბუზულ ხალხში ამაყად ვიდექით, შუბლზე გვეწერა რომ გვიხაროდა...

 11 ნომერი ავტობუსი შავ სივრცეს ყელმოღერებული სერავდა და სერავდა... 

ჩვენ უფრო ყელმოღერებულები ვიჯექით(ვეჯიბრებოდით)...

აშკარად არ იცოდა ვის მიაქანებდა....

5 comments:

  1. გამარჯობა უჩინარო გოგონა. შევამჩნიე შენი ბლოგი :)
    ვერ მეტყვი, რომელ თეატრში და რა სპექტაკლზე იყავი? დამაინტერესა ;)

    ReplyDelete
  2. მირჩევნია აღარ ვთქვა. უკვე იმ თეატრის ხშირი სტუმარი ვხდები...

    ReplyDelete
  3. vaiiii, ra kargi tovli mosula shentan :)

    ReplyDelete
  4. namdvilad lamazi Tovlia :)
    Teatrze mere gkitxav ramenairad :2kiss:

    ReplyDelete
  5. კარქიიიიი :* და რატო დაინტერესდი ასეეე?

    ReplyDelete